ირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

Read Time:30 Second

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ უკრაინის დაზვერვის ბრალდებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს უსვამს ხაზს და კონტრაბანდის შესახებ განცხადების მიზანსაც განმარტავს.

„ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა. აქაც იკითხება ეს ხელწერა ძალიან მარტივად. მთავარი მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე, საქართველოში მღელვარების გამოწვევა. იმდენად მიეჩვია უკვე საზოგადოება ასეთი ტიპის მცდარ განცხადებებს, რომ საერთოდ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. გათვლა იყო სხვა რამეზე – რომ საზოგადოებაში იქნებოდა განსხვავებული ემოციური ფონი და ისინი რაღაცნაირად მოახერხებდნენ სარგებლის მიღებას. თუმცა ეს გათვლა რეალურად მყარ არგუმენტებზე არ იყო დაფუძნებული და, შესაბამისად, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში განახორციელეს (ფოტორეპორტაჟი)
Next post გიორგი გამსახურდია: ჩვენზე მეტი უკრაინისთვის შეიძლება ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდეს გაკეთებული