ირაკლი კობახიძე: ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ

Read Time:48 Second

„ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიციის მიერ, თბილისში, აგრესიული ჯგუფებისა და ჟურნალისტების განცალკევების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა ზუსტად იციან, როგორ უნდა დაიგეგმოს ოპერაცია სწორად.

„როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების მასასთან და დიდ რაოდენობასთან, არსებობს ობიექტური სირთულეები და, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია, ადამიანების შედარებით მცირე ჯგუფი განარიდო შედარებით დიდ ჯგუფს, იმისთვის, რომ ინციდენტები არ მოხდეს. გამომდინარე იქიდან, რომ იქ იყო აგრესიის არა მხოლოდ რისკი, არამედ – ფაქტები, საჭირო იყო დაშორიშორება. ყველაზე მძიმე, რაც დღეს ვიხილეთ, იყო აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას სჭირდებოდა პრევენცია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა დაშორიშორება. ოპერაცია იყო სწორად დაგეგმილი და ამაზე პასუხს სამართალდამცველი ორგანოები გაგცემენ. როდესაც ხედავ, რომ არსებობს მომეტებული რისკები, პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედო და რაღაც ნაბიჯებისგან უნდა შეიკავო თავი. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა. მათ იმოქმედეს იმ ძალების შესაბამისად, რომელთაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან
Next post მამუკა მდინარაძე: ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია