ირაკლი კობახიძე – ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რაზეც ვართ პასუხისმგებლები, ვინმეს თუ ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯების, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ

Read Time:1 Minute, 2 Second

საქმე როდესაც ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. როგორც კობახიძე ამბობს, თუ ვინმეს ექნება მცდელობა დესტრუქციის, კანონის ფარგლებში უმკაცრეს პასუხს მიღებენ.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, იყo მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა, შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი. ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ულტიმატუმები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ დესტრუქციაზე, თუ ამის მცდელობა ექნებათ. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. თუ ვინმეს ექნება რაიმე მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, ამაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ