ირაკლი კობახიძე: ქალბატონმა ბურიჩმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა

Read Time:40 Second

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან მეგობრული. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს და ევროსაბჭოს თანამშრომლობასთან ურთიერთობებთან ჩვენი დელეგაციის მუშაობასთან, ძალიან აქტიურად მუშაობს ევროსაბჭო იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

„მზადდება სპეციალური სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა, რაშიც აქტიურად არის ჩართულო გენერალური მდივანი. ყველა ასპექტს შევეხეთ იმ თანამშრომლობისა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ურთიერთობებთან, ასევე მიმოვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქალბატონმა ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც მათ შორის უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასევე გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ყველა შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დადებითი გზავნილის მიღება ქალბატონი ბურიჩისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: ჯერ ცხელი შემოდგომაო, მერე ზამთარიო. რაში ხარჯავენ ამ „ეროვნულ საგანძურს” და როგორ ანიავებენ ინტელექტს
Next post მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა – ცნობილია მისი მეუღლის ვინაობა