ირაკლი კობახიძე: ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევა

Read Time:36 Second

მიხეილ სააკაშვილს ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ არის უკვე დასრულებული სისხლისსამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს გირგვლიანის ეპიზოდში გამოკვეთილი სააკაშვილის დანაშაული.

„ის არის დამნაშავე, ის არის კრიმინალი. ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართლმასუჯულება ბოლოს აუცილებლად იზეიმებს, რადგან ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, არის უმძიმესი. 8 წლის შემდეგ მოვისმინეთ მისი აღიარებითი ჩვენება. 8 წლის შემდეგ გაახსენდა თავისი უმძიმესი დანაშაულები და ამისთვის მოიხადა ბოდიში. ასეთი დანაშაულებისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, არამედ პასუხს აგებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აგვისტოს ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სამშობლოში ბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ რეგულაციების გარეშე სუროგაციას შევქმენით პირობები, რომ ჩვილით ვაჭრობა იყოს შეუძლებელი
Next post გიორგი გახარია – სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის