ირაკლი კობახიძე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ” კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას – გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

Read Time:1 Minute, 16 Second

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს აქ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.” – ასე ფასებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს.

ეს არის ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ევროკომისიამ მოიწონა მკაცრი სტანდარტების კანონპროექტი და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით.

საპარლამენტო განხილვებმა დაადასტურა, რომ იყო ეს იყო ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18 პროცენტი მათი ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე, მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა, როცა ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს, ამის საზოგადოებისთვის თქმა, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს”. გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ეს არის ეროვნული სუვერენიტეტი – კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება
Next post მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს სირცხვილი იქნება თუ გიგაურისა და ლომჯარიას დეკლარაციის გამო ქვეყანას რევოლუციას მოუწყობენ