ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა

Read Time:19 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოება იყო. მეშახტეებმა ირაკლი კობახიძეს საკუთარი პრობლემები გააცნეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომლის განსახორციელებლად პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები – აკაკი ზოიძე, ელგუჯა გოცირიძე, კახა ოქრიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პარლამენტმა გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონი დაამტკიცა
Next post კასპში ძმამ ძმა მოკლა