შაბათი, მაისი 10, 2025

ირაკლი კობახიძე: სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩასაშლელად საბაბის მოძებნა არ დაიწყოს

დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი საკითხები და რაღაცებზე პოზიციები უკვე შეჯერებულია, თუმცა სხვა საკითხების განხილვა გრძელდება.

„იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ...

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.,,სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინეტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია,” - წერს პაპუაშვილი.

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და.გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე.ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში "მექსიკის ყურე" "ამერიკის ყურეთი" ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება "ამერიკის ყურეს" გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოლო სიახლეები