ირაკლი კობახიძე – საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა კრიმინალების ციხეში ჯდომა, არამედ ის, რომ ისინი არიან პოლიტიკაში

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა ის, რომ კრიმინალები სხედან ციხეში, არამედ ის, რომ კრიმინალები არიან პოლიტიკაში.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძემ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს გვაქვს. ანუ, კრიმინალები უნდა იყვნენ ციხეში და არა – პოლიტიკაში. სანამ სხვანაირად იქნება და სამწუხაროდ, დღეს სხვანაირად არის, მანამდე იქნება პოლარიზაცია. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და სწორედ ამიტომ გვყავს კრიმინალური ოპოზიცია. ოპოზიციაში წინა პლანზე კრიმინალები არიან. ფაქტობრივად, რურუა გამოცხადებულია, როგორც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, რაც ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში
Next post გიგა ბოკერია – ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია