ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ირაკლი კობახიძე – საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას ისტორიული ფუნქცია აღვუდგინოთ, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი

საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს იხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთი.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ბარბარობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ბედობა დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი რვაკილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის ოთხზოლიანი და არის უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც სამ ახალ ხიდს, ასევე ორ სატრანსპორტო კვანძს მოიცავს. ეს იყო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხითა და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი.

ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.

საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები