ირაკლი კობახიძე: სამივე კანდიდატი: მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე არის ერთმანეთზე უინტელექტო და ერთმანეთზე სამარცხვინო – საზოგადოება ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

Read Time:42 Second

„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის.

ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.

კვირის ბოლოს გაირკვევა როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. პოლიტსაბჭოს წევრები სავარაუდოდ 2 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. კანდიდატურა შესაძლოა დააყენოს ზურაბ ჭიაბერაშილმაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა, არსებობენ კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ
Next post მამუკა მდინარაძე: გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში, ყოფილა კავშირი?