ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაიწყო ომი თავის დროზე ევროსაბჭოს რეზოლუციაში ეს „ნაცმოძრაობამ“ თავის ხელით ჩაწერა – მედვედევისა და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა

Read Time:33 Second

მედვედევი თუ ამბობს, მაგალითად, 2008 წელს სააკაშვილმა დაიწყო ომი, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ევროსაბჭოს რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ეს თავის ხელით ჩაწერა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მან მიმართა მედიას, თუ რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტის შინაარსს, ეს „ნაცმოძრაობის“ ჰკითხოს.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ნამდვილად არ ვეცნობი „რია ნოვოსტის“ სტატიებს. უბრალოდ, ეს ინტერესი არ მაქვს. რაც შეეხება მედვედევი თუ ამბობს იმას, მაგალითად, სააკაშვილმა დაიწყო ომი, შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში თავის დროზე ეს „ნაცმოძრაობამ“ თავის ხელით ჩაწერა. ანუ, ამ შემთხვევაში მედვედევისა და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, ეს „ნაცმოძრაობის“ ჰკითხეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა
Next post თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი