ირაკლი კობახიძე: როგორც კი დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს
ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების და ასეთივე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში დააფიქსირეს ელჩებმა, შესაბამისად, დეტალებზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დეტალებზე საჯაროდ საუბარი მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქმნის.
„იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. ანუ, დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად. თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხვდებით რა დგას ამის უკან. როგორც დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მათ წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციური ერთობა შედგეს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას – თინათინ ბოკუჩავა
მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში ახალი უთანხმოების მიზეზია. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი კოალიცია მათთვის ავტომატურად ერთიან სიას ნიშნავს. "ნაციონალურ...
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....