ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ამასთან დაკავშირებით მარჩიელობა არ გვჭირდება, პირიქით, აქ გვაქვს მკაფიო გეგმა და ეს გეგმა გულისხმობს, რომ ივნისის ბოლომდე ყველა რეფორმას დავასრულებთ

Read Time:51 Second

ასეთი აქტები არის პირდაპირ პოლარიზაციის წახალისება. აქაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – თან გეუბნებიან, რომ პოლარიზაცია უნდა შეამცირო, თან პირდაპირ ხდება პოლარიზაციის წახალისება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე და ამ გადაწყვეტილების ევროპულ რეკომენდაციებთან კავშირზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რომლებიც მმართველ გუნდს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით აქვს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება საუკეთესო შემთხვევაში არის 50-50-ზე. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიმარჩიელებთ ამასთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ დეკემბერს, როდესაც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ რაც შეეხება რეფორმების განხორციელებას, 12 პუნქტის შესრულებას, ამასთან დაკავშირებით მარჩიელობა არ გვჭირდება, პირიქით, აქ გვაქვს მკაფიო გეგმა და ეს გეგმა გულისხმობს, რომ ივნისის ბოლომდე ყველა რეფორმას დავასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობის მხრივ დარჩა ორი საკითხი – კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და სასამართლო რეფორმა. კობახიძის თქმით, პარლამენტი უახლოეს მომავალში იმუშავებს ამ თემებზე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ ორივე კანონი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.

„დაგვიბრუნებენ პასუხს და უკვე ამის შემდეგ დასრულდება კანონის მიღება. ესეც მოხდება, წესით, ივნისის ბოლომდე. შესაბამისად, ივნისის ბოლომდე ვიქნებით პირნათელი ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე და დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოში და საქართველოს გარეთაც – ვერცერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება სასამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფა, ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით წარსულს
Next post არჩილ თალაკვაძე: ჩვენმა ხელისუფლებამ რეალურად გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არ ჩაერია იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ