ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ამოცანა იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი მორღვევა, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს

Read Time:1 Minute, 23 Second

რადიკალური ოპოზიციის ამოცანა იყო ჩვენი მორღვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ საბოტაჟით, რომელსაც ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობაა. კობახიძის თქმით, მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ის მედიასაშუალებები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციასთანაა აფილირებული.

„სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ დღეების განმავლობაში, იყო სპეკულაციები, მათ შორის, თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე, ჯერ იყო ივნისის ბოლო ნათქვამი, შემდეგ ივლისი. ეს სპეკულაციები ვრცელდება მუდმივად იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის, თუმცა ხალხი უკვე მიჩვეულია. ერთხელ რომ მოიტყუები, მეორედ, მესამედ, შეიძლება, ამან გაჭრას, მაგრამ როდესაც ის მედია, რომელიც აფილირებულია პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციასთან, იტყუება ასჯერ და ორასჯერ, ბუნებრივია, ეს ტყუილი აღარ ჭრის.

ამ დროს არის კატასტროფული პრობლემები ჩვენს ოპონენტ პარტიებში. აბსოლუტურად ყველამ იცის, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა მაგალითად სააკაშვილსა და მელიას შორის, მერაბიშვილსა და მელიას შორის და ა.შ. იქ არის დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და ეს პირდაპირ ჩანს. პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც კი, როდესაც ვიღაცები აწყობენ დესტრუქციას, ვიღაცები ამაში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და იქ ძალიან მარტივად იკვეთება ხაზები, რომლებიც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, ამას აქვს რეალური საფუძველი. არიან აბსოლუტურად არეულები. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს საარჩევნო ისტორიის დონის აბსურდია ის, რომ ერთსა და იმავე საარჩევნო შტაბზე, რომელსაც ჰყავს თავისი მერობის კანდიდატი და პარტიული სიითაც მონაწილეობს არჩევნებში, გამოსახულია მერობის კანდიდატის სხვა საარჩევნო ნომერი და სხვა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი, ანუ იმ დონეზე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, რომ ასეთ აბსურდამდეც კი მივიდნენ. ეს არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესების, რომელიც წარიმართება რადიკალურ ოპოზიციაში. მათი ამოცანა იყო ჩვენი მორღვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ საბოტაჟით, რომელსაც ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს იმ საბოტაჟით, რომელიც რეალურად არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირეს მათ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
Next post ლევან დავითაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს