ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ, ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“

Read Time:39 Second

რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ, ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისარი ვარჰეი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მეტი რა სტატუსი უნდა ჰქონდეს ამ კაცს არ ვიცი. ის არის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ არის გაფართოებაზე პასუხისმგებელი და მან დადებითად შეაფასა ჩვენი გზა კანდიდატის სტატუსისკენ. სხვა რა უნდა მიიღო, რომ გაგიხარდეს და თქვენ ამასთან დაკავშირებით შფოთვა ვერ დამალეთ, გაღიზიანდით. იმიტომ, რომ თქვენი ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან. ეს არის თქვენი ბუნება და იმიტომ. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ. ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“. თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამით სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს: იმის დაშვება, რომ კონგრესსა და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ
Next post მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები