ირაკლი კობახიძე: პროვოკაციების მოსამზადებლად ჩამოყალიბებული ჯგუფების უკან დგანან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ლორთქიფანიძე, შენგელი ბექაური, არჩილ ომიაძე და ბესო ნადირაძე

Read Time:1 Minute, 1 Second

კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით – ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. “სარდლები”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ჯგუფების უკან, ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციით დგანან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ირაკლი კობახიძე მოპოვებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები.

„დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. “სარდლები”. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები. ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე. ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი“,- წერს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ჩიქოვანს აფასებენ – ის პროგრესული, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანია
Next post არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში