ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს და ეს იყო ნაცმოძრაობის არმობრუნება

Read Time:48 Second

პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო აბსოლუტურად პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით.

მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემოებებში გაიმართა. მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ერთადერთი მიზანი, ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს ვითარება და მერე, ამ ადამიანებმა მიგვიყვანონ იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეც მიგვიყვანეს მათ შორის 2008 წელს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება. სააკაშვილის გათავისუფლების უკან არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანია კიდევ ერთხელ ქვეყნის არევა და საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია
Next post გურამ მაჭარაშვილი – დემოკრატიულ ქვეყნებში თუ უსაფრთხოება უნდა დაიცვან სახელმწიფოებმა, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ, ჩვენთან რატომ არის ანტიდემოკრატიული ის, რაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში დემოკრატიულია