კვირა, მარტი 22, 2026

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს და ეს იყო ნაცმოძრაობის არმობრუნება

პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით მეორე ტური. პირველი ტური იყო აბსოლუტურად პერსონიფიცირებული და საბოლოო ჯამში გაჭირდა სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვების მოპოვება ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით.

მეორე ტური აბსოლუტურად სხვა გარემოებებში გაიმართა. მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი და ხმა მისცა სალომე ზურაბიშვილს, იყო ის, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ერთადერთი მიზანი, ამის უკან დგას სწორედ ეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, აირიოს ვითარება და მერე, ამ ადამიანებმა მიგვიყვანონ იგივე შედეგებამდე რა შედეგებამდეც მიგვიყვანეს მათ შორის 2008 წელს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი ამომრჩევლის პოზიცია, რის გამოც მას მხარი დაუჭირეს 2018 წელს, რაც იყო ნაცმოძრაობის არ მობრუნება. სააკაშვილის გათავისუფლების უკან არავითარი ჰუმანიტარული მიზნები არ დგას, ერთადერთი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ვერტმფრენი კატარის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა.მედიის ინფორმაციით, ექვსი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს და ამჟამად ვერტმფრენში მყოფი მეშვიდე პირის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მდგომარეობაც გაურკვეველია.კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი „რუტინულ სამსახურებრივ მოვალეობას“ ასრულებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა მოხდა.

ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში,...

ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.დღეს პატრიარქს სამებიდან სიონისკენ ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვა გაიმართება.ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

მეუფე ნიკოლოზი – პატრიარქმა ერთხელ ბიბლიაში გვაჩვენა, ეკლესიას უწერია – „ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება“, ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ ყველა დელეგაციაც ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ბოლო სიახლეები