0 0
Read Time:39 Second

ბრიუსელში ვიზიტისას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ სფეროში, პირველად ჩატარდება არჩევნები ელექტრონული წესით, ხმის მიცემა, ხმების დათვლა, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო უბნებზე ელექტრონული წესით, რაც პრაქტიკულად სპობს ყველანაირ სივრცეს მანიპულაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია და სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთანაც საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა, იქნება უზრუნველყოფილი ძალიან ფართოდ დაკვირვება. საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან საქართველოში, მათ შორის მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია. ასევე, მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან, მათ შორის ევროსაბჭო იქნება, ბუნებრივია, წარმოდგენილი, ევროპარლამენტი იქნება წარმოდგენილი, სხვა სუბიექტები. ძალიან ფართო დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი ერთად, ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამისთვის ხელისუფლება, მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები