ირაკლი კობახიძე: პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე

Read Time:22 Second

სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულების და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება.

„შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. რაც შეეხება პატიმრების უფლებების დაცვას, ამასთან დაკავშირებით საქართველოში პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანიშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ბერუკა ივანიშვილი 3 წლის გახდა
Next post ზურაბ ქადაგიძე: პატივცემულო ლობისტებო! ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ