სამშაბათი, ივნისი 23, 2026

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა კვოტირების გარეშე რთული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, ამის მიღწევა კი გენდერული კვოტირების გარეშე რთული იქნება.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში წარმოდგენილ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს. 

კობახიძე აქვე დასძენს, საქართველოში ქალებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ მათი პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა გაიზარდოს.

“არსებობს რეალური დისბალანსი საზოგადოებაში არსებულ სურათსა და საპარლამენტო წარმომადგენლობას შორის. 

რა თქმა უნდა კვოტირება ხელოვნური ჩარევაა, თუმცა ამის მიზანია ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფაა. ანუ ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ ბუნებრივი ბალანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში. 

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ადამიანებს სამსახურებში იყვანენ კონკურსების საფუძველზე. შემიძლია გითხართ, ამ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზ უმეტესად აჰყავდათ ქალები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქალებში იმაზე მეტი პოტენციალია, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ექვემდებარება ცვლილებას. გენდერული კვოტირება უზრუნველყოფს ამ ცვილებას პარლამენტში. 
 

მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს არა მარტო უფრო მაღალ ჩართულობას, არამედ ეს ნიშავს უფრო ძლიერ პარლამენტს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, გენდერული კვოტირების საფუძველზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში სულ მცირე 25%-მდე უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა, იმის მომდევნო არჩევნებისთვის კი ეს მაჩვენებელი 33%-მდე უნდა გაიზარდოს. 

“მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, დემოკრატიულ სისტემას, უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი საკანონდმებლო ორგანოში”, – განაცხადა ირაკლი კბახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ გენდერული ვკოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

მეტროსადგურის პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.დეტალების გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მეტროსადგურ „რუსთაველზე“ ტექნიკური ხარვეზია, შესაბამისად, მატარებლები „ახმეტელიდან“ სადგურის მოედნამდე მოძრაობენ. სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეჩერებულია.კომპანიის ცნობით, დაზიანებული მატარებლის მოხსნის შემდეგ, მოძრაობა აღდგება.

“შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები…” – მღვდელ-მონაზონი ირინეოსი დაღუპულ 8 წლის ხიზირ დერბიჩევზე

მღვდელმონაზონი ირინეოსი შენგელია ინგუშეთში დაღუპული 8 წლის ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:„რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში! რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის… დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს… შენ ის ბიჭი ხარ მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვნა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას!ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ… ხიზირ გაგიმარჯოს!“შეგახსენებთ, რომ 8 წლის ინგუში ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა იპოვეს.ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა -  მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ

ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა.ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლები, მისი მოლოდინით, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული.„ირანში 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის სრულად გამოკვება უჭირს. თუ სანქციები შემსუბუქდება, ეს თანხები დიდწილად ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდისა და სოიოს შესაძენად დაიხარჯება“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.კითხვაზე, როგორ აპირებს აშშ, უზრუნველყოს, რომ ირანმა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არ გამოიყენოს, ტრამპმა უპასუხა, რომ, შეთანხმების მიხედვით, ეს დაუშვებელია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.„ვნახავთ, როგორ მოიქცევიან. მათ ეს თანხები საკუთარი მოსახლეობის საკვებზე უნდა დახარჯონ და არა სამხედრო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება.„ეკონომიკური დეპრესია ძალიან ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს ან სათანადოდ არ მოიქცევა, გავაკეთებ იმას, რაც აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ ირანს აშშ-ზე რამე სახის ზეწოლის ბერკეტი აქვს. მისი თქმით, ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ინფრასტრუქტურამ, რადარული სისტემების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებმა სერიოზული ზიანი განიცადა.პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედიის ნაწილი, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსი“, რომელიც, მისი შეფასებით, ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს არ ასახავს.„მათი ლიდერებიდან ყველა მკვდარია. მთელი ქვეყანა ქაოსშია. მათი ეკონომიკა განადგურებულია. იცით, „ნიუ იორკ თაიმსმა“, იმ ყალბმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. არა, ოთხი თვის წინ მათ ჰყავდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ზუსტად 159 ხომალდი. ახლა ეს ფლოტი აღარ არსებობს, მთლიანად განადგურებულია. ჰყავდათ 250 თვითმფრინავი, ისინიც აღარ ჰყავთ. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადარები განადგურებულია და „ნიუ იორკ თაიმსი“ ამბობს, რომ ისინი დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ოთხი თვის წინ იყვნენ. მიზეზი, რის გამოც მედია ასეთ ცუდ მდგომარეობაშია ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზეზი, რის გამოც მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შესახებ გაშუქების 92 პროცენტი უარყოფითი და მთლიანად ყალბი იყო, ის არის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, 08:07 საათზე, 4.4 მაგნიტუდის (Ml) მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქალაქ ტყიბულის ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, სოფელ ხონჭიორთან 3 კილომეტრში მდებარეობდა.დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

რომის პაპი: მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“

მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ რომში გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამისადმი (WFP) მიმართვისას განაცხადა.მისივე თქმით, ლიდერების გლობალური პრიორიტეტები ძალიან დამახინჯებულია.კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მთავრობებს მოუწოდა, გაზარდონ ხარჯები შიმშილობასთან საბრძოლველად და არ შეზღუდონ სასურსათო პროგრამები.მისივე თქმით, ქვეყნები „სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ, ამავდროულად კი, მათ საერთაშორისო საჭიროებები ავიწყდებათ.„ნამდვილი თანამშრომლობის შენარჩუნების უნარის მქონე საერთო ეთიკური ჰორიზონტის არარსებობის გამო საერთაშორისო სისტემა მრავალმხრივობიდან გადავიდა არეულ და კონფლიქტებით სავსე მრავალპოლარიზმზე, სადაც უნდობლობის გრძნობა ჭარბობს. შესაბამისად, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ადამიანის ძირითადი საჭიროებების კომერციალიზაციას. საკვები, წყალი და ჯანდაცვა, არ შეიძლება, დაექვემდებაროს საბაზრო მოსაზრებებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს. საკვებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, არამედ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებსაც აგვარებს. მართლაც, სურსათის უვნებლობა გლობალური და ინტეგრალური უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები