კვირა, ივნისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება.
„კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს და შესაბამისად, ველოდებით ამ შემოთავაზებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მეხანძრე-მაშველებმა გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

ცნობილია ახალი „მის მსოფლიოს“ ვინაობა

72-ე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის მსოფლიო“ გამარჯვებული 21 წლის ტაილანდელი სუჩატა ჩუანგსრი გახდა.კონკურსის ფინალი ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გაიმართა. ტიტულის მოსაპოვებლად 108 მონაწილე იბრძოდა. ჩუანგსრი პირველი ტაილანდელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.გვირგვინი მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ჩეხეთის წარმომადგენელმა კრისტინა პიშკოვამ გადასცა.

ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს

,,ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას''-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები