ირაკლი კობახიძე: ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატის მანდატების შეწყვეტის საკითხზე

Read Time:24 Second

სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ორშაბათს იმსჯელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს – ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ ორშაბათსვე გავასაჯაროვებთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება. სამი მათგანი ოპოზიციის წევრია – ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი, მეოთხე კი ყოფილი სპიკერი კახა კუჭავა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზად არის
Next post „ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს