ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ კანონი კანონობს ამ ქვეყანაში

Read Time:31 Second

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კონკრეტული სცენარი და გეგმა, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში. ეს ვერ განახორციელა და რა თქმა უნდა, მოუწია ციხეში ჩაჯდომა. მას შემდეგი წლების გატარებაც იქ მოუწევს გამომდინარე იმ უმძიმესი დანაშაულებიდან​, რომელიც მას აქვს ჩადენილი – ეს არის, რასაც ვერ გაექცევა, მოუწევს შეგუება იმ რეალობასთან, რომელიც არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ე.წ „ფარმაკოლოგიური წამების“ თემით ნონსენსი შექმნა.

„ახლა ეს ემოიციური ფონიც მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, დღეს ამის რესურსიც არა აქვთ, რომ ისაუბრონ წამებაზე, ფარმაკოლიგურზე თუ არაფარმაკოლოგიურზე. აქედან გამომდინარე, შეგუების ეტაპიც დადგა – უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ კანონი კანონობს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოცირიძე: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ხსენებაც არაა, საქართველოს უღირსი ხელისუფლება ჰყავს
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა