ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: არ აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის არც ქუჩის რესურსი

Read Time:25 Second

ოპოზიცია თვითონაც კარგად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არ აქვს, რაც ადვილი პროგნოზირებადი იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის არც ქუჩის რესურსი და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იცვლება მათი რიტორიკაც. ისინი ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში – არჩევნებში, ქუჩაში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა – ეს არის ჩვენი მოწოდება. თუმცა ხედავენ, რომ ამის რესურსიც არ აქვთ. ამასაც სჭირდება თავისი რესურსი, მაგალითად, ინტელექტუალური და თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი: ბოკერია რომ დაიჭირონ და “ჩამიშვას”, ჩერგო მაძალებდაო
Next post ლევან იოსელიანი: სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ვალერი გელაშვილს, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, 26 მაისს დაზარალებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს, უამრავ ადამიანს