ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება თუ იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ აწერდით ხელს?!

Read Time:36 Second

19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება თუ იყო საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა მაშინ 4 თვის განმავლობაში რატომ არ აწერდით ხელს?!“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში არა ერთი საუბარი იყო ევროპასა და ნატოზე. 2012 წლამდე სრულად შეფერხებული იყო საქართველოს წინსვლა ამ მიმართულებით. გვქონდა სრული სტაგნაცია. 2012 წლის შემდეგ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ამის ხელშესახები შედეგებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზის ლიბერალიზაცია, ნატო-სთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა და ამის შედეგია ის რომ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. არასოდეს ისეთი მყარი არ ყოფილა ხელისუფლების პოზიცია, როგორიც არის დღეს, ამის შედეგია ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 10%-ით“, – განაცხადა ირაკლი კობაზიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე : როდესაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა თბილისის მერობაზე, ეს იმის დამადასტურებელი იყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს
Next post სერგო ხიდეშლელი-ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის და ახალი ენერგიით და შემართებით შევუდგები ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას