ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას

Read Time:35 Second

ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რატომ დუმს პრემიერ-მინისტრი გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან.

„ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს გაურბის კომენტარების გაკეთებას, მათ შორის მძიმე თემებზე. უმძიმესი თემაა, ბუნებრივია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობა. როცა იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ ამ უმძიმეს ფაქტს, ადამიანის მკვლელობას ძალიან სასტიკი ფორმით. გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში დამნაშავეები დაისჯებიან, რაც რთულია, რადგან ოკუპირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონი. აფხაზეთი ამ შემთხვევაში. თუმცა იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში მკვლელები დაისჯებიან“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ისინი აფასებენ საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში, ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს
Next post ირაკლი კობახიძე: კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“ – პარტია სრულად დეგრადირებულია