ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე – როდესაც არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას

Read Time:34 Second

საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, ისე როგორც კრისტიან დანიელსონის შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას უარი გირაოს მიღებაზე გაუგებარია.

„რაც შეეხება გირაოზე უარის თქმას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, რაღაც ბავშვური თამაში. როდესაც არ იღებ და არ ეთანხმები ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოს, მაშინ როგორ უნდა დაეთანხმო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეწყალებას. ამნისტიის კანონი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ პატიობს ნიკანორ მელიას ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულს. ეს არის ერთგვარი შეწყალების აქტი. როდესაც არ იღებს გირაოს, მაშინ როგორ მიიღებს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემულ ამ მოწყალებას. ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს იმ ვადებში, რაც არის გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება პროცედურას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს
Next post კახა კალაძე: თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ