„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სამედიცინო საზოგადოებას. სამძიმართან ერთად, მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.
27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და დღეს გარდაიცვალა. ის გუშინ, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.