ირაკლი კობახიძე – მანდატების შეწყვეტაზე ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას, რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსულიყო

Read Time:25 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობა ორშაბათს დადგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის დისკრეციაა.

„ჩვენ ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ გვაიძულებდა. ჩვენ მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას, რომ გამოსულიყო რადიკალური დღის წესრიგიდან, თუმცა სამწუხაროდ, ეს შანსი მათ ბოლომდე ვერ გამოიყენეს.

რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაქვს სამშაბათს მისაღები, ამაზე უმრავლესობა იმსჯელებს ორშაბათს, უმრავლესობის სხდომაზე და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ვახტანგ გომელაურის გადადგომა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია
Next post საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა