ირაკლი კობახიძე: მათ უნდათ, რომ ეს იყოს საქართველოს ომი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი

Read Time:48 Second

ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ფრაზები, რომ უკრაინის ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ: ომი ნახევრად შენი ვერ იქნება, ან შენია ომი, ან არ არის. შეიძლება პოზიცია გქონდეს დაკავებული სხვის ომთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ – პოლიტიკური მხარდაჭერა ჰააგით დაწყებული, ეუთოთი დამთავრებული, ყველგან გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული. ანუ, სხვა რამე უნდათ. სინამდვილეში რაშია საქმე: მათაც ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის ომი ნახევრად საქართველოსი ვერ იქნება. მათ უნდათ, რომ ეს იყოს საქართველოს ომი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. პირდაპირ არის აქეთკენ მოწოდებები, ჰყავთ ლობისტები. რატომ არ სთხოვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მოლდოვას არც დსთ-დან გასვლას, არც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას? რატომ სთხოვენ თავს ზემოთ ახტომას საქართველოს და რატომ არ სთხოვენ არაფერს მოლდოვას? თან ანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა
Next post სალომე სამადაშვილი: მართალია კობახიძემ არ იცის რუსეთი არის თუ არა მტერი, მაგრამ რუსეთმა იცის, რომ სააკაშვილია მისი მტერი