ირაკლი კობახიძე კუბილიუსის განცხადებაზე – ივანიშვილისა და კრიმინალური სისტემის შემქმნელი სააკაშვილის ერთსა და იმავე ტონალობაში ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა

Read Time:51 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით  ანდრიუს კუბილიუსის განცხადება სპეკულაციურია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ერთი და იგივე ტონალობაში მოხსენიება შეურაცხყოფაა.

„როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან თურმე უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის სინამდვილის გამრუდება, ამის მცდელობა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გასული პოლიტიკიდან, შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური განცხადება, პირდაპირ ვიტყოდი, როცა პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს ის პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არ არის სწორი ასეთი განცხადების გაკეთება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება, რომელმაც დაგვაკარგვინა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის მიხეილ საკაშვილი. მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა და მოაშორა ეს სისტემა საქართველოს. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რბილად ვერ შევაფასებთ ამ განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე – ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებაში
Next post ირაკლი კობახიძე: არცერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები