ირაკლი კობახიძე „კრედიტ სუისზე“: ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ

Read Time:1 Minute, 14 Second

იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბანკის მხრიდან საქმეში ფინანსური ინტერესის არარსებობისას ლოგიკურად ერთადერთ ინტერესად პოლიტიკური რჩება. ამ რეალობის გათვალისწინებით კი მინიშნებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ადვოკატისა თუ ექსპერტების მხრიდან გაკეთდა, საფუძვლიანია.

„გადავიარეთ ზეწოლის არაერთი ტალღა, რაც უკავშირდებოდა ომის რიტორიკის გაღვივებას და ეს ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის, მათთან დაკავშირებული არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, ეს ხორციელდებოდა ქვეყნის გარეთ, როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, ასევე ცალკეული უცხოელი ლობისტების მხრიდან. პირდაპირი მოწოდება იყო ომისკენ, ამას ჩვენ არ ვაკეთებდით და ამასთან ერთად მიდიოდა პირდაპირი ღია შანტაჟი.

ასევე, იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ ამ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ. ეს ნაბიჯები შეიძლებოდა თეორიულადაც ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები. ხშირად უთქვამთ ოპონენტებს, მოუწოდებიათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. დაბრუნება შეიძლება აინტერესებდეთ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან რაღაც უნდა უკარნახოს ხელისუფლებას. ამას ვერ აღწევენ. შანტაჟი გრძელდება. შანტაჟი გრძელდება სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის რია შანტაჟი, იგივე უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს ყველაფერი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საქმე თავისი შინაარსით არის არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩარკვიანი: ეს ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ ჩვენი კუთვნილი ჯანყის უფლებით
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, „ხალხის ძალა“ შესაძლოა გახდეს პოლიტიკური ცუნამის საფუძველი და ქვეყანაში მძლავრი მოძრაობა დაიწყოს, რაც გაამყარებს საზოგადოებას