ირაკლი კობახიძე: კომიკურია, რომ ითხოვენ რუსეთს ჩავუკეტოთ ფრენები, ამ დროს კი რუსეთს ჩვენთვის აქეთ აქვს ფრენები ჩაკეტილი

Read Time:46 Second

გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა რუსეთისთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთისთვის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სანქციების რუსეთს მტკივნეულ დარტყმას ვერ მიაყენებს.

„კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვა ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, ამ დროს კი რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. ერთადერთი, რაც დაშვებულია, ეს არის ჰუმანიტარული და ტრანზიტული ფრენები, ისიც გარკვეული შეზღუდული ფორმით. იმდენად უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენების ჩაკეტვა, რომ აქეთ ჩაგვიკეტეს, ახლა კი გამოდიან და ამბობენ, ფრენები ჩავუკეტოთო. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს იქ. ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უმრავი დეტალია, რაც იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ – 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე, რამე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ყირიმი რუსეთის ნაწილია! ეს თემა არც განიხილება!” – სერგეი ლავროვი უკრაინისთვის წასაყენებელ პირობებს ასახელებს
Next post 38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა