ირაკლი კობახიძე: კანონპროექტმა თავისი ფუნქცია რეალურად შეასრულა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღწია

Read Time:48 Second

კანონპროექტმა თავისი ფუნქცია რეალურად შეასრულა. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღწია. რეალურად ძალიან ბევრი რამ გააშიშვლა. მოხდა აგენტების რეალური ლუსტრაცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ჩვენ რომ კანონპროექტის მიღება გაგვეგრძელებინა, მოხდებოდა რა, პროცესების გათვლა რომ გავაკეთოთ: გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში ეს დოკუმენტი. ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ შენიშვნებს გავითვალისწინებდით და დააწერინებდნენ აუცილებლად ვენეციის კომისიას, რომ ტერმინი აგენტი არის ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მუშაობს ეს ტერმინი ამერიკაში. შეიცვლებოდა ეს ტერმინი. ერთადერთი ამ კანონში რჩებოდა ყოველწლიური დეკლარაციის მარტივი ვებ-გვერდი. ეს იყო რეალურად ამ კანონის შედეგი. რეალურად იმ დისკუსიით, რომელიც ჩვენ წარვმართეთ ამ კანონპროექტის გარშემო, მივიღეთ ის, რომ ყველამ გაიგო საზოგადოებაში, რომ აგენტობა პირველ რიგში არის სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა. რა თქმა უნდა, ვერცერთ დიდ ქვეყანას შენ ვერ უსაყვედურებ, რომ შეიძლება უნდოდეს აგენტების ყოლა, მით უმეტეს მცირე ქვეყანაში. ეს არის მათი პრეროგატივა, ეს მათი საქმეა. მაგრამ როდესაც ადამიანი, ქართველი შედის სხვა ქვეყნის სამსახურში, ეს რა თქმა უნდა, აპრიორი არის სათაკილო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „იმედი“ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია. მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში
Next post ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე: ამ ადამიანს თავისი პრინციპები მაინც აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს