ირაკლი კობახიძე: თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული

Read Time:35 Second

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვართ ჩართულნი, არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხის მაქსიმალურად შემცირება და ისაა, რომ გვინდა, ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ. თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, რომ ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, სწორედ ოპოზიციის არაკონსტრუქციული მიდგომის გამო არ არიან ისინი წარმოდგენილნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში.

„მთავრია, რომ ჩვენ დავინახოთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკოსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად სხდომა და საუბარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე პოზიციების დაახლოება არ გვაქვს
Next post საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა