ირაკლი კობახიძე: თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან

Read Time:51 Second

თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი – ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

.„სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებელი არიან ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ. ეს არის საერთო სურათი. ასევე, ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგონარი მოვლენა. ამაზე საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება: რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ამაში ჩართული ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს“, – აცხადებს კობახიძე.

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არქიმანდრიტი კირიონი: ივერი მელაშვილმა​ დიკლოსთან რუსეთს 42 კმ² ტერიტორია 1: 200 000-იანი რუკის მიხედვით გადასცა, რომელიც შემდეგ მან პროცესიდან, გარეჯთან მიმართებაში გაწია
Next post ნინო ლომჯარია: ძვირფასო „ფეისბუქ“ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების გამო თქვენი უფროსები, ან ხელმძღვანელები რაიმე პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ