ირაკლი კობახიძე: თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში

Read Time:31 Second

ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში. ეს იყო არასწორი ნაბიჯი და აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქციის დაფინანსებასთან გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ ვიცით, რომ (აქცია) არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით. მაგ კითხვას ალბათ მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც დღეში ათობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. როდესაც ასეთი ტიპის პროტესტია, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაციით, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით მიიღო
Next post მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ხელოვნურად შექმნილი კრიზისით თავად შეიყვანეს ჩიხში საკუთარი პარტია