ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში. ეს იყო არასწორი ნაბიჯი და აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქციის დაფინანსებასთან გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„ჩვენ ვიცით, რომ (აქცია) არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი ფულით. მაგ კითხვას ალბათ მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც დღეში ათობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სერიოზული როგორც კომერციული, ასევე პოლიტიკური ინტერესები ამ ყველაფრის უკან. როდესაც ასეთი ტიპის პროტესტია, ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაციით, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.