ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება

Read Time:40 Second

ერთ მხარეს არის ფაქტორები, რომლებიც უბიძგებს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების არმიღებისკენ [საუბარია სააკაშვილის შეწყალებაზე] – ეს პირველ რიგში არის ხალხის რეაქციები, მას ძალიან კარგად შეუძლია შეფასოს, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება ამ შესაძლო ნაბიჯს ხალხისგან მის მიმართ – ეს იქნება უმძიმესი რეაქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით, მას დიდი სურვილი არც ექნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება. შანსები ახლა უხეშად რომ ვთქვა, არის ალბათ 50/50-ზე. ასეც და ისეც, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარეთ ყოფნა რისკებს შეიცავს და პასუხისმგებელი ვართ საზოგადოების წინაშე, რომ არ დავუშვებთ ამ ქვეყნის არევას“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი
Next post ჟურნალ „იუსტიციის“ მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა