ირაკლი კობახიძე: ვაშაძე და მისი 6-7 კოლეგა მთავრობის მეთაურს ეკითხებიან, როდის უნდა მიიღოს კანონი, აირჩიოს ომბუდსმენი – დღეიდან რომ იცოდეთ, ბატონო გიორგი, ეს ყველაფერი არის პარლამენტის კომპეტენცია

Read Time:1 Minute, 25 Second

ეს ადამიანები – ვაშაძე და მისი 6-7 კოლეგა – მთავრობის მეთაურს ეკითხებიან, როდის უნდა მიიღოს კანონი, აირჩიოს ომბუდსმენი და ა.შ. ეს ხომ სრული ნონსენსია, წარმოუდგენელი რაღაც არის. დღეს რაღაცებზე ვიცინოდით, მაგრამ მართლა სატირალია, რაც თქვენს მხარეს ხდება. დღეიდან რომ იცოდეთ, ბატონო გიორგი, ეს ყველაფერი არის პარლამენტის კომპეტენცია და ამიტომ გამოცხადდა კომიტეტები მთავარ პასუხისმგებელ სუბიექტებად, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს საინტერესო გამოსვლისთვის და მოთმინებისთვის. ნამდვილად რთული მოსათმენია ის ყველაფერი, რაც ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის შესრულებით. მათი რიტორიკა და უზრდელობა არის ის, რაც საქართველოს პარლამენტის კედლებს და კულტურას არ ეკადრება, მაგრამ ასეთია რეალობა. ეს რეალობა აუცილებლად შეიცვლება 2024 წლის შემდეგ და აქეთკენ მიდის მთელი ეს პროცესი. ამას უზრუნველყოფს თავად რადიკალური ოპოზიცია, ჩვენც ცოტას ვეხმარებით, მაგრამ ისინი უფრო მეტად ეხმარებიან იმ პროცესს, რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიციის დასრულება, რაც აუცილებლად მოხდება 2024 წელს. რაც შეეხება ზოგადად ინტერპელაციის საგანს, ზოგადად, საგნობრივი უნდა იყოს პარლამენტში დისკუსია, რაც დღეს ვერ ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციისგან. რაც გაიგზავნა, ის კითხვაც კი არ გაიმეორეს. საუბარი იყო რაღაც ტრაფარეტულ თემებზე, ჩვეულებრივი სპექტაკლი, ყველაფერი, გახდა საგნობრივი დისკუსიისა. რაც შეეხება გაგზავნილი კითხვის შინაარსს, გიორგი ვაშაძე და მისი კოლეგები ეკითხებიან პრემიერს, თუ რას აპირებს 12 პუნქტთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ აპირებს მთავრობა ომბუდსმენის ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, როდის აპირებს მთავრობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მიღებას, როდის გადაისინჯება ანტიკორუფციული კანონმდებლობა, როდის მიიღებს მთავრობა საარჩევნო კოდექსს, დეოლიგარქიზაციის კანონს და ა.შ. ეს არაა ხუმრობა, ეს ადამიანები – ვაშაძე და მისი 6-7 კოლეგა – მთავრობის მეთაურს ეკითხებიან, როდის უნდა მიიღოს კანონი, აირჩიოს ომბუდსმენი და ა.შ. ეს ხომ სრული ნონსენსია, წარმოუდგენელი რაღაც არის. დღეს რაღაცებზე ვიცინოდით, მაგრამ მართლა სატირალია, რაც თქვენს მხარეს ხდება. დღეიდან რომ იცოდეთ, ბატონო გიორგი, ეს ყველაფერი არის პარლამენტის კომპეტენცია და ამიტომ გამოცხადდა კომიტეტები მთავარ პასუხისმგებელ სუბიექტებად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას: დღეს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია 9 ოპოზიციური პარტია – თქვენი დემოკრატია იყო ერთპარტიული და ყოველთვის პარლამენტი იყო ნოტარიუსი
Next post მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს: იმის დაშვება, რომ კონგრესსა და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ