ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით

Read Time:26 Second

ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სადაც ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტერგაციის წინააღმდეგ მოქმედებით. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც აქვს ფართო საზოგადოებას სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები
Next post VIDEO: „კადრები გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ“ – ლენტეხში, ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს