ირაკლი კობახიძე: ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ, მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ

Read Time:31 Second

გთავაზობთ, ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], რომ მშვიდობა როცა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ, ისე, როგორც ჯვარი აღიზიანებდათ.

ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ უკრაინელი მეგობრებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია სააკაშვილზე: იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს
Next post მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი დავალებების მიმცემების ხელში