ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ

Read Time:44 Second

დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ. ვგულისხმობ მაგალითად წინა პრემიერის მმართველობის პერიოდს. დღეს ყველა სირთულე გადალახულია და გუნდი არის ძალიან ძლიერი და ერთიანი, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან დადებითად აისახება მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამას ვერ ვიტყვით ჩვენს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, სადაც სრული ქაოსია. ეს პროცესები აჩვენებს მათ შორის იმასაც, რომ ჩვენს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. არის 2 ოლიგარქი: სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენა გააფართოონ ფულის მეშვეობით. ეს არის ფული, რომელიც მათ თავის დროზე ხალხის ხარჯზე იშოვეს და ყველას ახსოვს, კეზერაშვილი როგორ გახდა მინისტრის პოსტის დატოვებიდან 1 თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონდე კომპანიის მფლობელი. ჩვენ მზად ვართ, რომ თუ იქნება კონსენსუსი დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, მივიღოთ. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ჩვენ გავყვებით ამ კონსენსუსს, მაგრამ თვითონ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
Next post ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში