ირაკლი კობახიძე დღეს აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

Read Time:30 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო.

ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოს და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლის შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე პიტერ როსკამთან, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 10 თებერვალს დაასრულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახი კალაძის მორიგი ქველმოქმედება
Next post სკოლებში მანდატურად მუშაობას მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი შეძლებს