ირაკლი კობახიძე: დღეს არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება, შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით

Read Time:27 Second

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ კუთხით შეიძლება სერიოზული წინსვლის მიღწევა მომავალი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რადიკალიზმის შემცირების მთავარი გასაღები რადიკალური ოპოზიციის დასუსტებაშია.

„დღეს რეალურად არსებითად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია. ეს პროცესი თუ გაგრძელდება (და მე მგონია, რომ აუცილებლად გაგრძელდება), შეიძლება ქვეყანამ საბოლოოდ დააღწიოს თავი იმ ჩაკეტილ წრეს, რასაც პოლარიზაციას ვეძახით. რადიკალიზმის ხარისხის შემცირება არის მნიშვნელოვანი და ამის მთავარი გასაღები სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დასუსტებაში, რასაც ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებით არის დასუსტებული“, – განაცხადა კობახიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
Next post სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა