ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის კანონი მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული – დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას

Read Time:45 Second

დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული თხოვნა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს დადგა.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოხატულ პოზიციას დაელოდება.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში, დაველოდებით დეკემბერში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტიის 40 000-მდე წევრს ვხვდებით და პარტიის წევრებთან გვაქვს გულახდილი საუბარი იმ თემებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან