ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ინფორმაცია

Read Time:32 Second

გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი – ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ძალიან კარგად ჩანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“,- აღნიშნა კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ „დენით“ გარდაცვლილ ადამიანებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში