„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი. მან თავად განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და ვფიქრობ, კარგი გააკეთა, რადგან კარგად ხვდება, დღეს მისი ადგილი საჯარო სივრცეში არ არის. ამიტომ იმალება ის მთელი თვეების განმავლობაში, ემალება საზოგადოებას, საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში, ვალები აქვს გასასტუმრებელი, ფინანსური ვალები, ვიდრე საჯარო აქტივობას გააგრძელებს.” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ , ჟურნალისტებს ზუგდიდში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განუცხადა.
“მას არ აქვს გამოსაჩენი პირი. „ნაცმოძრაობასთან ღიად შეიკრა. არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა. სურდა, რომ ჩვენ 43% ვერ აგვეღო. არის წარუმატებელი, დამარცხებული, ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“.
ყველაზე ნაკლებად, რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდეთ, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.